გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება

ნასაკირალის უღელტეხილის სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისის ბოლოს სრულდება, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციას.

„გვსურს გამოვეხმაუროთ რამდენიმე ტელეკომპანიის მიერ დღეს გავრცელებულ არასწორ და არასრულ ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით და მოსახლეობას მივაწოდოთ სწორი და სრული ინფორმაცია გურიაში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციას. სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთების სიგრძე ჯამურად შეადგენს 62 კმ-ს, ხოლო პროექტის ბიუჯეტი 58.5 მილიონი ლარია.

პროექტი ითვალისწინებს გზების სრულ რეაბილიტაციას, რაც მოიცავს ისეთ სამუშაოებს, როგორიცაა გზის საფუძვლის გამოცვლა, სანიაღვრე სისტემების მოწყობა, ხელოვნური ნაგებობებისა და საყრდენი კედლების აშენება, ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება.“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, პროექტის შემადგენელ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჯავახო-ჩოხატაური-ოზურგეთი-ქობულეთის (ნასაკირალის უღელტეხილის) 8.5 კმ-იანი გზის მონაკვეთზე, დღეის მდგომარეობით, აშენებულია საყრდენი კედლების 80%, წყალგამტარი ნაგებობების 72%, სანიაღვრე არხების 50% და სხვა აუცილებელი სამუშაოები, რომლის შემდგომაც მოხდება გზის საფარის მოწყობა.

„ზემოთ ჩამოთვლილ სამუშაოებთან ერთად, გზის ამ მონაკვეთზე მიმდინარეობს შემასწორებელი ფენის შეტანა და ტექნოლოგიით გათვალისწინებული კლიმატური პირობების შესაბამისად, დაიწყება გზის საფარის ასფალტო-ბეტონით მოწყობა.

ნასაკირალის მონაკვეთზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო ვადად განსაზღვრული 12 თვე და სამუშაოების დასრულების საბოლოო ვადა 2022 წლის 27 მაისია.

შესაბამისი პროგრესით მიმდინარეობს სამუშაოები პროექტის დანარჩენ მონაკვეთებზეც, ხოლო ჩოხატაურის მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასკვნით ფაზაშია - დაგებულია ასფალტო-ბეტონის საფარი და დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები. ამ მონაკვეთზე სამუშაოების დასრულების ვადად განსაზღვრულია მიმდინარე წლის 27 იანვარი.

გურიის რეგიონის გზების რეაბილიტაციის სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია CHINA ROAD AND BRIDGE CORPORATION“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაულ ჩილაჩავა - აშშ რუსეთის პრეტენზიებზე მომავალ კვირაში გასცემს წერილობით პასუხს, ეს უკვე საინტერესოა, დაველოდოთ
პაატა დავითაია - ნეიტრალური პოზიციით ხელისუფლებამ  შესაძლოა,  ისეთი დარტყმები მიიღოს, რაც მას  სრულად ჩამოშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 24.01.2022
გიორგი კანაშვილი - უკვე გაჩნდა დაკვეთა სხვა პოლიტიკური კულტურის მქონე პოლიტიკოსებზე და დროა, პოლიტიკოსებმა ალღო აუღონ ახალ რეალობას
"ავერსსა" და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი განახლდა
„ლისი დეველოპმენტმა" International Property Awards-ზე უძრავ ქონებაში ორი ხუთვარსკვლავიანი ჯილდო მიიღო
PSP 2021 წლის „ლიდერ“ ბრენდად დასახელდა
მცირე და საშუალო ბიზნესების გაძლიერების პროგრამა BGROW დაიწყო
"სილქფესტი" მომხმარებლებს ორი დღით სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს შესთავაზებს!