ჯანმო - კორონავირუსის ენდემურ დაავადებად ჩათვლა ჯერ ნაადრევია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ენდემურ დაავადებად ჩათვლა, ჯერჯერობით ნაადრევია ვინაიდან, „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელება ჯერ არ დასტაბილურებულა.

„ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს უზარმაზარი გაურკვევლობა და ვირუსი, რომელიც საკმაოდ სწრაფად ვითარდება და ახალ გამოწვევებს აწესებს. ნამდვილად არ ვართ ახლოს იმასთან, რომ მას ენდემური ვუწოდოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონალური ოფისის წარმომადგენელმა კეტრინ სმოლვუდმა.

ცნობისათვის, ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა გუშინ განაცხადა, რომ. შესაძლოა, დროა, კოვიდ 19-ის მიმართ იმ მეთოდის გამოყენება დაიწყოს, რაც ჩვეულებრივი გრიპის შემთხვევაში გამოიყენება, ვინაიდან, მისი ლეტალობა შემცირდა და ვირუსს არა პანდემიის, არამედ ენდემური დაავადების მსგავსად მოექცნენ, მათ შორის არ აღრიცხონ ყველა შემთხვევა და არ გატესტონ ყველა ადამიანი, რომელსაც სიმპტომი აქვს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო