ანონსი 12 იანვარი

ანონსი  12 იანვარი

12 იანვარს, 11:00 საათზე, პედიატრი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, „ავერსის კლინიკის“ პედიატრიული სამსახურის უფროსი თამარ ოგბაიძე „მედიაცენტრ მთავარში" პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: კორონავირუსის შტამები, სეზონური ვირუსი და ბავშვები

მის.: ერწოს ქ.N11

საკონტაქტო: ეკა გულუა - 599726565

12 იანვარს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ლეგენდარულ ათლეტის, სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონის, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენის ვიქტორ სანეევის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამგლოვიარო ცერემონია გაიმართება.

მის.: მაჩაბლის 11

12 იანვარს, 17:00 საათზე, კლუბ „რესპუბლიკაში“ ათასწლეულის ფონდი აშშ საელჩოს მხარდაჭერით ათასწლეული ინოვაციის კონკურსის 2021 წლის გამარჯვებულებს გამოავლენს.

ღონისძიებაზე მონაწილეებს მიესალმებიან საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, აშშ-ის საელჩოს და კონკურსის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

საკონტაქტო: თათია ხუბულავა - 577 516363

12 იანვარს, 17:00 საათზე, ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში, ხელით ბეჭდვის საერთაშორისო ფესტივალის - LIFE N STYLE - ის ფარგლებში ოთხი ხელოვანის მიერ შექმნილი ვიდეო-არტების პრეზენტაცია გაიმართება.

მის: რუსთაველის გამზირი # 27