აზერბაიჯანში კორონავირუსის 673 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 14 ადამიანი

აზერბაიჯანში, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით დაინფიცირების 673 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და 14 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

პანდემიის დაწყების დროიდან ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 622 236 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 606 311 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 8 471 კი - გარდაიცვალა. გამოცემა Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, აზერბაიჯანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორივე დოზით მოსახლეობის 47%-ზე მეტი არის აცრილი.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს