ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად გაერო ავღანეთს 5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარება

ჰუმანიტარული კრიზისის დასაძლევად გაერო ავღანეთს 5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარება. ორგანიზაციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ამ დროისთვის ქვეყანაში მწვავე ჰუმანიტარული და ეკონომიკური პრობლემებია, მილიონობით ადამიანი კი შიმშილობის ზღვარზეა.

გაეროს ცნობით, ქვეყნის შიგნით შიმშილობის ზღვარზე 22 მილიონი ავღანელი იმყოფება, 5.7 მილიონზე მეტი პირი კი იძულებული გახდა ავღანეთი დაეტოვებინა.

„ამ ფინანსური დახმარების გარეშე ავღანელ ხალხს მომავალი არ აქვს. თუ ეს არ გაკეთდება ქვეყნიდან ემიგრაცია კიდევ უფრო გაიზრდება“, - განაცხადა გაეროს გადაუდებელი დახმარების კოორდინატორმა მარტინ გრიფიტსმა.

შეგახსენებთ, გასული წლის აგვისტოდან ავღანეთში ძალაუფლება დაჯგუფება „თალიბანის“ ხელში გადავიდა, რასაც ჰუმანიტარული კრიზისის გამწვავება მოჰყვა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს