ვიქტორია ნულანდი - გვყავს ქვეყნები, რომლებსაც ნატო-ში გაწევრიანება სურთ, მათ შორის საქართველო და უკრაინა - გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატო-ს წევრებმა უნდა მიიღონ, სხვას ვეტოს უფლება არ აქვს

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის მთავარი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატო-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატო-ს წევრებმა უნდა მიიღონ.

„ნატო რუსეთს საფრთხეს არ უქმნის, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არ აირჩევს ნატო-სთვის საფრთხის შექმნას. ნატო არის თავდაცვითი ალიანსი, რომლის ერთადერთი მიზანია მისი წევრების დაცვაა. ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება აპლიკანტმა ქვეყნებმა და ნატოს 30-მა მოკავშირემ უნდა მიიღოს, სხვას არავის აქვს ხმის ან ვეტოს უფლება ამ გადაწყვეტილებაში,“- აღნიშნა ნულანდმა.

მისი თქმით, ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა ალიანსის ძირითადი პრინციპია.

„რაც შეეხება ნატოს „ღია კარს“, როგორც მოგეხსენებათ, მე ჩართული ვარ ამ საქმეში 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციისა და მისი დამფუძნებელი ქარტიის ძირითადი პრინციპია, რომ ალიანსის კარი ღიაა ნებისმიერი ევროპული ქვეყნისთვის, რომელსაც ნატოს მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილება შეუძლია. ასე რომ, ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომლებიც ნატო-ს წევრები გახდნენ. გვყავს ისეთები, ვისაც სურს გაწევრიანება და ბევრს მუშაობენ ნატოსთან ამ სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. მათ შორისაა საქართველო, უკრაინა და ა.შ.,”- აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა