ენტონი ბლინკენი - თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, მის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან, დმიტრო კულებასთან სატელეფონო საუბარი გამართა,- ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივანმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა განიხილეს ჟენევაში გამართული აშშ-რუსეთის სტრატეგიული სტაბილურობის დიალოგის შედეგები და შემდგომი ნაბიჯები და ბრიუსელში დაგეგმილი ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა.

„სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა დიპლომატიის მიმართ მხარდაჭერა და ის, რომ უკრაინის შესახებ არსებითი დისკუსიები უკრაინის გარეშე არ გაიმართება. სახელმწიფო მდივანმა გაიმეორა, რომ თუ რუსეთი კონფლიქტის გზას აირჩევს, აშშ და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან, რუსეთის ეკონომიკას უზარმაზარი საფასური დაუწესონ, გააძლიერონ ნატოს ყოფნა მოკავშირე ქვეყნებში და გაზარდონ უკრაინის დახმარება თავდაცვით სფეროში“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო