ბრიუსელში დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ბრიუსელში დღეს ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზედაც მხარეები უსაფრთხოების გარანტიებზე ისაუბრებენ.

შეხვედრას ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი გაუძღვება, რომელიც მოლაპარაკებების შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.

მოსკოვის დელეგაციას ნატო-რუსეთის საბჭოში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ფომინი უხელმძღვანელებენ.

რუსეთი ნატოს მოკავშირეებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებს წარუდგენს. ნატოს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კი გეგმავენ შეშფოთების გამოთქმას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზების, სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

ნატოს დიპლომატები აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ღიაობის გაზრდის მიზნით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე, მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ბევრი მოთხოვნა, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნებულ ხელშეკრულებების პროექტებში იყო ასახული, მიუღებელია, მათ შორის მოწოდებები, რომ ალიანსი უარს იტყვის გაფართოვებაზე.

ნატო-ში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა ჯულიან სმიტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ნატო-ს კარი ღია რჩება და არავის აქვს ამ კარის დახურვის უფლება. მისი თქმით, ნებისმიერი გადაწყვეტილება ალიანსის გაფართოების შესახებ მოცემულ ქვეყანასა და ნატო-ს შორის იქნება მიღებული.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა