07.07.2025 / 08:38
არგენტინის დედაქალაქში, სიცხის ტალღის გამო, ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი

არგენტინის დედაქალაქ ბუენოს-აირესში ძლიერი სიცხის გამო პრობლემები შეიქმნა და ათასობით ოჯახი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუს ცელსიუსს ასცდა. სიცხის გამო ელექტროენერგიაზე მოთხოვნა გაიზარდა, ვინაიდან მოქალაქეები სახლებისა და სხვა შენობების გაგრილებას ცდილობენ.

ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების ცნობით, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების დაზიანების გამო ელექტროენერგიის გარეშე 800 000-მდე აბონენტი დარჩა. ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის პროგნოზით, ძლიერი სიცხე მთელი კვირის განმავლობაშია მოსალოდნელი.

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს