რუსეთმა უკრაინის საზღვართან ახლოს სამხედრო წვრთნები დაიწყო

რუსმა სამხედროებმა უკრაინის საზღვართან მდებარე რეგიონებში წვრთნები დაიწყეს, - ინფორმაციას მედიასაშუალებები რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ცნობით, წვრთნები ვორონეჟის, ბელგოროდის, ბრიანსკის და სმოლენსკის ოლქებში მიმდინარეობს და მასში 3 000-მდე ჯარისკაცი და 300-მდე სამხედრო ტექნიკა მონაწილეობს, მათ შორის Т-72Б3 ტიპის ტანკები და BMP-2 ტიპის საბრძოლო მანქანები.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნების დროს აქცენტი საკონტროლო სროლებზე, სამხედრო მსვლელობის ორგანიზებაზე და საყრდენი პუნქტების აღჭურვაზე გაკეთდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა