მამუკა ხაზარაძე - როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? - მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ

ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის, - ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს პარტიის ოფისში განუცხადა.

როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, წინასწარ ვერაფერს იტყვის იმაზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს თბილისის საქალაქო სასამართლო მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე, რომელიც ე.წ. ფულის გათეთრებას ეხება.

„დაველოდოთ, რად გვინდა წინასწარ მკითხაობა. ნახევარი საათი დარჩა და მერე გეტყვით. როდის მუშაობდა სასამართლო გამართულად, რომ დღეს იმუშაოს? მე ბრძოლას ბოლომდე გავაგრძელებ ჩემი ქვეყნის წარმატებისთვის“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ბრალდებული პოლიტიკოსები - მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებას პარტია „ლელოს“ ცენტრალურ ოფისში ელოდებიან. პარტიის ოფისში მივიდნენ სხვა პარტიების წარმომადგენლებიც.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით).

რაც შეხება ავთანდილ წერეთელს, პროკურატურა ბიზნესმენს ბადრი ჯაფარიძისთვის და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

სასამართლომ განაჩენი დღეს უნდა გამოაცხადოს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა