რუსეთის დუმის სპიკერი - დღეს ვაშინგტონი ჰგავს სპილოს ჭურჭლის მაღაზიაში - ის ანადგურებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას

შეერთებულმა შტატებმა ან მხარი უნდა დაუჭიროს რუსეთის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების გარანტიებს ან მასზე უარის თქმაზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს, გლობალური დაძაბულობის შემცირება ამჟამად ვაშინგტონის ქმედებებზეა დამოკიდებული, - ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერი ვიაჩესლავ ვოლოდინი საკუთარ Telegram არხზე წერს.

მისი თქმით, ვაშინგტონი საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას ანადგურებს.

„დღეს ვაშინგტონი ჰგავს სპილოს ჭურჭლის მაღაზიაში - ის ანადგურებს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში და საფუძვლიანად აშენდა, რათა მეორე მსოფლიო ომის განმეორების თავიდან აცილება მომხდარიყო. შეერთებულმა შტატებმა ცალმხრივად დატოვა ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო შეთანხმებები, რომლებიც მსოფლიოში სამხედრო და სტრატეგიული ბალანსის შენარჩუნების საშუალებას იძლეოდა“, - აღნიშნა რუსმა დეპუტატმა.

მისი თქმით, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი აშშ-ის ქმედებებზეა დამოკიდებული.

„შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი, მსოფლიოში დაძაბულობის შემცირება, ახლა აშშ-ის ქმედებებზეა დამოკიდებული. მათ მოუწევთ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მიერ შეთავაზებულ უსაფრთხოების ზომებს, ან აიღონ პასუხისმგებლობა გარანტიების არარსებობის შესაძლო შედეგებზე. ვაშინგტონის პასუხი უნდა იყოს კონკრეტული და დასაბუთებული, პროცესის გაჭიანურების გარეშე“, - წერს რუსეთის დუმის სპიკერი.

ვლადიმერ ფესენკო - ვიდრე აშშ-რუსეთს, ნატო-რუსეთსა და ეუთო-რუსეთს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რუსეთის მხრიდან ომის დაწყების ალბათობა დაბალია, შემდეგ კი გამორიცხული არაფერია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.01.2022
ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
იუჯითიმ წარმატებით გაიარა კიდევ ერთი, ამჯერად ISO 20000 სტანდარტის შესაბამისი სერტიფიცირება
„ბლოქსის“ ახალი საცხოვრებელი კომპლექსი კრწანისში
Kontakt Home-ში გრანდიოზული აქცია იწყება - საღამოს ბაზარი მხოლოდ ორი დღით, 28-29 იანვარს
პროექტის - „აზერბაიჯან-საქართველოს კომბინირებული მოგზაურობა“ პრეზენტაცია გაიმართა
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი