ბათუმში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული 3 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში, 8 ოქტომბერს კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე დაკავებული სამი პირის, კერძოდ: ორი მუშის, მამა-შვილის და ბინის მეპატრონის ზაურ ბუდაგოვის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

როგორც დაკავებულების ადვოკატები აცხადებენ, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარე სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შესთავაზებს.

მამა-შვილი სურმანიძეების უფლებადამცველები ამბობენ, ექსპერტიზის დასკვნის შედეგად კორპუსის ჩამონგრევა პირველ სართულზე მზიდი კედლის გამოღებამ გამოიწვია, თუმცა მომხდარში დამნაშავე ბინის მეპატრონეა. თავის მხრივ, მამა-შვილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან ამბობენ, რომ საქმის ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს, რადგან დაკავებული მუშები ბინის მეპატრონის მითითებით მუშაობდნენ.

ამასთან, სასამართლოს პროცესის პარალელურად ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან, კორპუსის ჩამონგრევის შედეგად გარდაცვლილი ადამიანების ოჯახის წევრები მივიდნენ და საპროტესტო აქციას მართავენ. შეკრებილების განცხადებით, ისინი მომხდარის გამო დაკავებულების უმკაცრესად დასჯას ითხოვენ.

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა, რის შედეგადაც 9 ადამიანი გარდაიცვალა.

ლევან ლორთქიფანიძე - „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები ევროპული და საერთაშორისო რადარებიდან გაქრნენ, მათი მიზანია ჩვენი საგანმანათლებლო სისტემა იყოს იზოლირებული და ჩამორჩენილი
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა