ბრიუსელში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა დაიწყო, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში ნატო-რუსეთის საბჭოს პირველ სხდომაზე რუსეთი წარმოდგენილია საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს უწყებათაშორისი კომისიით.

რუსეთის დიპლომატიურ უწყებას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო წარმოადგენს. რუსული მხარე ნატო-ს მოკავშირეებს ევროპაში უსაფრთხოების გარანტიების შესახებ მოთხოვნებს წარუდგენს. ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლები კი გეგმავენ შეშფოთების გამოთქმას რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან სამხედროების მობილიზების, სხვადასხვა ქვეყნის წინააღმდეგ განხორციელებული კიბერ თავდასხმებისა და არჩევნებში ჩარევასთან დაკავშირებით.

ნატო-ს დიპლომატები აცხადებენ, რომ ალიანსი მზად არის აწარმოოს მოლაპარაკება მოსკოვთან სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით ღიაობის გაზრდის მიზნით, ასევე ევროპაში რაკეტებთან დაკავშირებული შეიარაღების კონტროლის საკითხებზე, მაგრამ ასევე ხაზს უსვამენ, რომ რუსეთის ბევრი მოთხოვნა, რომელიც დეკემბერში გამოქვეყნებულ ხელშეკრულებების პროექტებში იყო ასახული, მიუღებელია, მათ შორის მოწოდებები, რომ ალიანსი უარს იტყვის გაფართოვებაზე.

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა