მიხეილ სააკაშვილი - ხვალ მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს!

ძალიან კარგია, რომ რეჟიმმა ვერ გარისკა თითიდან გამოწოვილი საქმით მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთო წერეთლის დაპატიმრება - რა თქმა უნდა, მათ გამოიტანეს სრულიად „ფეიკ განაჩენი“, - ასე აფასებს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯაფარიძე-ხაზარაძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, ხვალ ის, საკუთარ სასამართლო პროცესს დაესწრება და თავის სათქმელს იტყვის.

„როგორც ყოველთვის, მე მომეწონა როგორ ღირსეულად ეჭირათ მთელი ეს დრო თავი „განსასჯელებს" და ასევე ვატო წერეთელს. ერთი წუთით არ დატყობიათ შიში და ყოყმანი.

მას შემდეგ, რაც ჩემს საკითხზე გამოტანილი ობიექტური გადაწყვეტილების შემდეგ გააუქმეს კანონით სახელმწიფო ინსპექტორის ოფისი, გუშინ, საქალაქო "სასამართლომ", გააუქმა ასევე მათი გადაწყვეტილება ჩემ საქმეზე. "მელამ საკუთარი კუდი დაიმოწმაო" - ასეა ზუსტად ამ "მთავრობის" და მისი სასამართლოს საქმე.

ხვალ, მე მივალ "სასამართლოზე" და ვიტყვი ჩემს სათქმელს.

შევხვდებით 13-ში, 13:00 საათზე“, - აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა