კობა გვენეტაძე Euromoney-ის  კონფერენციაზე - ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში დროებითი აღმოჩნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა "ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართული დისკუსიის მთავარი თემა ცენტრალური ბანკების მანდატის განსაზღვრა და სისტემური რისკების მონიტორინგი იყო.

კობაგვენეტაძისგანცხადებით, ინფლაციისთარგეთირებისრეჟიმისმქონესხვაბანკებისმსგავსად, ეროვნულიბანკისძირითადიმანდატისაშუალოვადიანპერიოდშიფასებისსტაბილურობისუზრუნველყოფაა.

"ამავე დროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფინანსური სისტემის სტაბილურობა და გამჭვირვალობა და ხელი შევუწყოთ მდგრად ეკონომიკურ ზრდას ქვეყანაში, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას ძირითადი ამოცანის შესრულებას”, - განაცხადა, დისკუსიის მსვლელობის დროს, გვენეტაძემ. მისი შეფასებით, მოკლევადიან პერსპექტივაში, ერთჯერადი ეგზოგენური შოკების გამო, ინფლაცია შესაძლებელია მიზნობრივი მაჩვენებლიდან გადაიხაროს, რაც ხანდახან, შეცდომით, როგორც ფასების არასტაბილურობა, ისე აღიქმება.

"ეჭვგარეშეა, რომ პანდემიით გამოწვეულმა ფისკალურმა სტიმულმა, გადავადებული მოთხოვნის გააქტიურებამ და მიწოდების ჯაჭვების რღვევამ გლობალურად ინფლაციური წნეხის ზრდა გამოიწვია. არც საქართველო აღმოჩნდა გამონაკლისი და 2021 წლის მეორე ნახევრიდან ორნიშნა ინფლაცია ფიქსირდება, რის გამოც საქართველოს ეროვნული ბანკი მთელი წლის განმავლობაში მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებდა. ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტების დროული გამოყენებით, ჩვენ ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში მართლაც დროებითი აღმოჩნდება“, - აღნიშნა კობა გვენეტაძემ.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს გლობალურად ფინანსური სისტემის მიერ გარემოსდაცვითი და სოციალური პასუხისმგებლობის საკითხების გათვალისწინების მნიშვნელობაზე, რაც მდგრადი განვითარების ერთ-ერთი ხელშემწყობი ფაქტორია და მასში ცენტრალური ბანკების როლი მნიშვნელოვნად იზრდება. კობა გვენეტაძემ აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით საქართველოს ეროვნული ბანკი რეგიონის ლიდერად გვევლინება და მოკლედ მიმოიხილა ეროვნული ბანკის მიერ 2021 წელს გამოქვეყნებული მდგრადი დაფინანსების ანგარიში.

ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოება Euromoney - ის ინიციატივით 2022 წელს შეიქმნა და მისი მიზანი წევრებს შორის მოსაზრებების გაცვლა და გამოცდილების გაზიარებაა. ცენტრალური ბანკების ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მთავარი ბანკირები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა