იენს სტოლტენბერგი - მოკავშირეები ხაზს უსვამენ ნატოს ღია კარის პოლიტიკას და აცხადებენ, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკა ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

სიტყვით გამოსვლისას სტოლტენბერგმა ხაზი გაუსვა მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

„ახლახანს დასრულდა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომა, რომლის თავმჯდომარეც მე ვიყავი, რომლის მთავარი თემაც ევროპის უსაფრთხოება იყო. ეს არ იყო მარტივი დისკუსია, თუმცა ეს იყო მნიშვნელოვანი შეხვედრა. ჩვენ გვქონდა პოზიციების ძალიან სერიოზული და პირდაპირი გაცვლა უკრაინისა და ევროპის უსაფრთხოების შესახებ. ამ საკითხებთან დაკავშირებით ნატო-ს მოკავშირეებსა და რუსეთს ძალიან განსხვავებული პოზიცია აქვთ. ამ განსხვავებების გაქრობა მარტივი არ არის. პოზიტიური მოვლენაა, რომ ნატო-ს მოკავშირეები და რუსეთი დასხდნენ ერთ მაგიდასთან და განიხილეს არსებითი საკითხები“, - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

მისი თქმით, რუსეთმა წარადგინა შემოთავაზება, რომელიც დეკემბერშიც განაცხადა და ნატო-ს გაფართოების შეწყვეტასა და აღმოსავლელი მოკავშირეების ტერიტორიებიდან უსაფრთხოების ჯარების გამოყვანას მოიაზრებს.

„მოკავშირეები კი, თავის მხრივ, ხაზს უსვამენ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკას და აცხადებენ, რომ საკუთარი საგარეო პოლიტიკა ყველა ქვეყანამ თავად უნდა გადაწყვიტოს. მოკავშირეები არ აპირებენ უარი თქვან შესაძლებლობაზე, რომელიც ერთმანეთის დაცვას გულისხმობს, მათ შორის ალიანსის აღმოსავლეთ წევრებში ჯარების განლაგებას. ამავდროულად რუსეთიცა და ნატოც ხაზს უსვამენ დიალოგის მნიშვნელობასა და თანახმა არიან მომავალში შეხვედრების გამართვაზე. ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან მოლაპარაკებისთვის, რათა წარადგინონ კონკრეტული შეთავაზებები. მოკავშირეებს სურთ განიხილონ ისეთი საკითხები, როგორებიცაა გამჭვირვალობა სამხედრო საკითხებთან დაკავშირებით, შემცირდეს კოსმოსური და კიბერ-საფრთხეები. ასევე შემცირდეს იარაღის განთავსება და განიხილონ ატომური პოლიტიკა“, - განაცხადა მან.

სტოლტენბერგმა ასევე აღნიშნა, რომ ნატო-ს მოკავშირეებს მტკიცე პოზიცია აქვთ ალიანსის აღმოსავლეთით მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. ისინი რუსეთს დაუყოვნებლივ დეესკალაციისა და მათი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენტიტეტის პატივისცემისკენ მოუწოდებენ.

„ნატო-ს წევრები მოუწოდებენ რუსეთს შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები. ჩვენი დიალოგი რთულია, მაგრამ საჭირო. მოლაპარაკებები ხვალ ეუთო-ს ფარგლებში გაგრძელდება", - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს