რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო რელიგიური გაერთიანებებისათვის გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის განაწილების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფრმაციაშია აღნიშნული 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან 3 500 000 გადანაწილდა, ხოლო მილიონი ლარი მოგვიანებით გადანაწილდება.

“რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ, 2022 წლის 12 იანვარს პრემიერ-მინისტრს მიმართა რეკომენდაციით და საქართველოს მთავრობის №117-ე (27.01.2014) დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად სააგენტოს დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის განაწილება და 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით განსაზღვრული 4 500 000 (ოთხი მილიონ ხუთასი ათასი) ლარიდან, ამ ეტაპზე განაწილდა 3 500 000 (სამი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი - შემდეგი ოდენობებით:

საქართველოს ისლამურ თემს - 2 200 000 (ორი მილიონ ორასი ათასი) ლარი;

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანულ თემს - 600 000 (ექვსასი ათასი) ლარი;

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანულ თემს - 400 000 (ოთხასი ათასი) ლარი;

საქართველოს იუდეურ თემს - 300 000 (სამასი ათასი) ლარი;

2022 წლისთვის დარჩენილი 1 000 000 (ერთი მილიონი) ლარი განაწილდება მოგვიანებით”, - ნათქვამია განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა