უენდი შერმანი - ნატო-ში გაწევრიანების პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს, უკრაინა ამ პროცესს გადის, რასაც დრო სჭირდება, დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს, იგივე ეხება საქართველოსაც

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, უენდი შერმანმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ნატო ღიაა ყველასთვის და უკრაინა ერთ-ერთი ასეთი სახელმწიფოა, რომელსაც ძალიან სურს ალიანსში გაწევრიანება.

„ნატო-ში გაწევრიანების პროცესს თავისი მკაფიო ეტაპები აქვს. ეს არის MAP-ის პროცესი. ამ პროცესს კონკრეტული ეტაპები აქვს. უკრაინა ამ პროცესს გადის. ამას დრო სჭირდება. დიდი სამუშაოა საჭირო, რათა ნატო-ს მაღალი სტანდარტები დაკმაყოფილდეს. იგივე ეხება საქართველოსაც“, - განაცხადა უენდი შერმანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს უფლება, თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

“დღეს მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საერთაშორისო სისტემისა და ევროპის უსაფრთხოების ფუნდამენტური პრინციპები: ყველა ქვეყანას სუვერენული უფლება აქვს, თავად აირჩიოს საკუთარი გზა“, - განაცხადა მან.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
ტერაბანკი სამომხმარებლო სესხებსა და საკრედიტო ბარათებზე აქციას იწყებს
"სილქნეტის" ულიმიტო პაკეტები აქტიური ზამთრისთვის