რუსეთის თავდაცვის სამინისტრო - ნატო-ს მხრიდან რუსეთის ინიციატივების იგნორირება ხდება

ნატო-ს მიერ რუსეთის ინიციატივების იგნორირება დეესკალაციასთან დაკავშირებით, ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ წარმოიქმნას ინციდენტები და კონფლიქტები, ძირს უთხრის უსაფრთხოების საფუძვლებს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

„მითითებული იყო, რომ რუსეთის მხარემ არაერთხელ შესთავაზა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შექმნილი ვითარების დეესკალაციის ზომები. ალიანსის მხრიდან რუსეთის ინიციატივების იგნორირება მოხდა. ეს ქმნის წინაპირობებს ინციდენტებისა და კონფლიქტების წარმოქმნისთვის, ძირს უთხრის უსაფრთხოების საფუძველს“ , - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გენერალ-პოლკოვნიკის ალექსანდრე ფომინის განცხადებით, რუსეთსა და ნატო-ს შორის ურთიერთობა, გლობალური არასტაბილურობის ფონზე, კრიტიკულ დონეზეა.

„რუსეთი-ნატოს ურთიერთობა კრიტიკულად დაბალ დონეზეა. ეს ხდება ტერორისტული და გლობალური საფრთხეების არსებულ ფონზე“ , - განაცხადა ფომინმა ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, რუსეთის მხარე იმედს ამყარებს უსაფრთხოების წინადადებების კონსტრუქციულ განხილვაზე, რათა გაგრძელდეს გარანტიების შესახებ შეთანხმებების მომზადება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს