ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანი გაანადგურებს ყველაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნის მის უსაფრთხოებას

აზერბაიჯანი ყურადღებით აკვირდება სომხეთის სამხედრო აღმშენებლობის მცდელობას და გაანადგურებს ყველაფერს, რაც საფრთხეს შეუქმნის აზერბაიჯანის უსაფრთხოებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში სამხედრო აღმშენებლობის ყველა მცდელობას, როგორც თავისი ძალებით, ისე პარტნიორების დახმარებით. ამიტომ ღიად ვამბობდი, რომ ჩვენ, თუკი მცირეოდენ საფრთხესაც კი დავინახავთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის, ეს საფრთხე დაუყოვნებლივ განადგურდება. ეს ყველამ უნდა იცოდეს და პირველ რიგში, სომხეთის ხელმძღვანელობამ“ , - განაცხადა ალიევმა.

მისი თქმით, ბაქო გააგრძელებს თანამედროვე შეიარაღების შეძენას და თავისი არმიის უსაფრთხოების ზრდას.

„სპეციალური დანიშნულების ძალებმა საკუთარი თავი გამოავლინეს ყველაზე საუკეთესო კუთხით ყარაბაღის მეორე ომის დროს. ამიტომ, ამ ძალების სრულყოფა, ასევე სპეცდანიშნულების ახალი ძალების შექმნა - ეს არის აუცილებლობა, რომელიც ვითარებით არის ნაკარნახევი. საუბარია სომხეთის მხრიდან რევანშზე, საუბარია იმაზე, რომ არ ვიცით რა იქნება ერთი, ორი, ხუთი წლის შემდეგ“, - განაცხადა ალიევმა.

ირაკლი მელაშვილი - კანონის მიღებით ხელისუფლებამ საბედისწერო შეცდომა დაუშვა
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
ოლეგ ჟდანოვი -  პუტინმა  შეცვალა  უკრაინაში  ომის  პარადიგმა, მას კარგად ესმის, რომ რუსული არმია ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს
კახა ოქრიაშვილი - ვერცერთი ქართული ოჯახი ვერ იქნება ბედნიერი, თუ ჩვენი დიდი ოჯახი, საქართველო ძლიერი და ბედნიერი არ იქნება