ალექსანდრ გრუშკო - ნატო-ს პრაქტიკულად მთელი ისტორია ომების ისტორიაა, რუსეთმა ომები შეაჩერა - ალიანსმა უნდა მიიღოს რუსეთის სამშვიდობო როლი

თუ ნატო-ს ქვეყნებს სურთ რუსეთთან თანამშრომლობა, მაშინ ალიანსმა უნდა მიიღოს რუსეთის სამშვიდობო როლი, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრ გრუშკომ რუსეთ-ნატოს საბჭოს შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, "ნატო-ს პრაქტიკულად მთელი ისტორია, მიუხედავად მისი „თავდაცვითი“ ხასიათის შესახებ განცხადებებისა, არის ომების ისტორია, ინტერვენციები, რომლებმაც დატოვეს კვალი განადგურებული სახელმწიფოებისა და მილიონობით ლტოლვილის სახით".

მან დასძინა, რომ "რუსეთმა შეაჩერა ომები - მთიანი ყარაბაღი, აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი, დნესტრისპირეთი".

„თუ ნატო-ს ქვეყნებს ნამდვილად სურთ ჩვენთან თანამშრომლობა, მათ უნდა მიიღონ რუსეთის ფედერაციის ეს მნიშვნელოვანი როლი, როგორც ქვეყანა, რომელიც უზრუნველყოფს მშვიდობას უზარმაზარ ევროატლანტიკურ სივრცეში და რომელსაც კრიტიკული წვლილი შეაქვს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში“, - განაცხადა გრუშკომ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, რუსეთ-ნატოს საბჭოს სხდომა ბრიუსელში კონსულტაციების მეორე ეტაპია რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. პირველი ეტაპი - მოლაპარაკებები რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის, ჟენევაში 10 იანვარს გაიმართა, მესამე ეტაპი ეუთო-ს ფარგლებში ვენაში 13 იანვარს შედგება.

ბრიუსელში რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე გრუშკო და რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ალექსანდრ ფომინი ხელმძღვანელობდნენ. ნატო-ს მხრიდან მოლაპარაკებებს ესწრებოდნენ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის პირველი მოადგილე ვენდი შერმანი, ალიანსის გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი და ალიანსის 30 სახელმწიფოს მუდმივი წარმომადგენელი ბრიუსელში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა