თავდაცვის მინისტრი მე-11 ბატალიონს ესტუმრა და სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერა

ქართველი სამხედროებისთვის ნატო-ს წევრი ქვეყნების სტანდარტების შესაბამისი პირობების შექმნის მიზნით, საქართველოს თავდაცვის ძალებში ინფრასტრუქტურის სრული განახლება გრძელდება.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ბოლომდე ძირითადი სამხედრო ბაზების განახლება უკვე დასრულებული იქნება.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს ადგილზე რეგულარულად ეცნობა.

„წელს პირველად, მინისტრმა აღმოსავლეთის სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-11 ბატალიონი, ტერიტორია დაათვალიერა და შესრულებულ და მიმდინარე სამუშაოებს დეტალურად გაეცნო. ჯუანშერ ბურჭულაძემ მოადგილეებთან და თავდაცვის ძალების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მე-14 ქვეითი ბატალიონის პირადი შემადგენლობისთვის განკუთვნილი სამსართულიანი მშენებარე ყაზარმა დაათვალიერა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. წლის ბოლომდე ქვედანაყოფის ტერიტორიაზე მდებარე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი საკლასო ოთახების მოწყობაც იგეგმება.

მიმდინარე წელს მე-11 ბატალიონის შტაბის შენობასა და კიდევ ერთ ყაზარმას კაპიტალური რემონტი ჩაუტარდება, რითაც აღნიშნულ ბაზაზე სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მთლიანად დასრულდება. გასულ წელს მე-11 ბატალიონის ტერიტორიაზე გარემონტდა ყაზარმა და სასადილოს შენობა, სადაც განახლდა სველი წერტილები, ელექტრო და გათბობის სისტემები, განხორციელდა ახალი სანიაღვრე სისტემებისა და ასფალტის საფარის დაგება; ასევე, მოეწყო ახალი სპორტული დარბაზი, რომელიც თანამედროვე სპორტული ინვენტარით აღიჭურვა.

ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და თვისობრივად ახალ ეტაპზე გადასვლა თავდაცვის უწყებაში ირაკლი ღარიბაშვილის მინისტრობის დროს ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახელდა, რაც უწყვეტ რეჟიმში გრძელდება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა