ირაკლი ღარიბაშვილი - ვიზიარებ ვიქტორ სანეევის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ქართულ სპორტულ საზოგადოებას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გამოჩენილი ქართველი მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ვიქტორ სანეევმა თავისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის სიყვარულით საქართველოს მთელ მსოფლიოში გაუთქვა სახელი.

„მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი ქართველი მძლეოსნის ვიქტორ სანეევის გარდაცვალების გამო. ვიქტორ სანეევმა თავისი მრავალწლიანი თავდაუზოგავი შრომითა და საკუთარი საქმის სიყვარულით სახელი გაუთქვა ჩვენ ქვეყანას მთელ მსოფლიოში. სწორედ მისი შეუპოვარი სულის დამსახურებაა, რომ იგი გახდა სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი და ვერცხლის პრიზიორი, საერთაშორისო ჩემპიონატებში მრავალგზის გამარჯვებულის ტიტულის, არაერთი თასის, პრემიისა თუ ჯილდოს მფლობელი და საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენი - ოქროს პრიზიორი. ვიზიარებ ვიქტორ სანეევის ოჯახის, ახლობლებისა და მეგობრების მწუხარებას და თანაგრძნობას ვუცხადებ ქართულ სპორტულ საზოგადოებას”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო