ნიკოლოზ სამხარაძე - მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი განცხადებების კომენტირებისას განაცხადა.

მან სააკაშვილის განცხადებები მითებსა და ზღაპრებში ცხოვრებას შეადარა.

" რის დასასრულზე საუბრობს - მისი პოლიტიკური კარიერის?! მისი პოლიტიკური კარიერის დასასრულს ვგრძნობ, ნამდვილად. "ქართული ოცნების" ხელისუფლებას კი 2024 წლის ოქტომბრამდე მიცემული აქვს ხალხის მიერ მანდატი, რომელსაც განახორციელებს 2024 წლის შემდეგ - ვნახოთ. ქართული ანდაზა ხომ იცით, "წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო", აი ეს არის.

რაც შეეხება სააკაშვილის განცხადებას, რომ ოპოზიციამ არჩევნები მისი საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ მოიგო, არ ვიცი, რა ჰქვია ამას. ეს არის ალტერნატიული რეალობის შექმნა, რაღაც მითებსა და ზღაპრებში ცხოვრება, ალბათ. ეს ყველაფერი მარტივად დათვლადია, სად მოიგეს და სად - არა. 63 ოლქში წააგეს, ერთ ოლქში მოიგეს. მათემატიკა ზუსტი მეცნიერებაა. ცდილობს საკუთარი თავის აქტუალიზაცია მოახდინოს, რადგან ხვდება მისი პოლიტიკური კარიერა უკვე დასასრულს მიუახლოვდა", - განაცხადა სამხარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა