ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი - რუსეთს არ მიუღია ეუთო-ს ადეკვატური პასუხი გარანტიებზე - მათი შეშფოთება რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქცევის გარშემო ტრიალებდა

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტაციები ვენაში დასრულდა. რუსეთი იმედგაცრუებულია დასავლეთის პასუხი უსაფრთხოების წინადადებებზე. ინფორმაციას რუსული მედია ალექსანდრე ლუკაშევიჩის, ეუთო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

”მინდა დაუყოვნებლივ ვთქვა, რომ ვერ მოვისმინეთ ადეკვატური პასუხი ან რაიმე რეაქცია ჩვენს წინადადებებზე ჩვენი პარტნიორებისგან, ყველაფერი, მათი შეშფოთება, რუსეთის სავარაუდო აგრესიული ქცევის გარშემო ტრიალებდა, განსაკუთრებით უკრაინის მოვლენების კონტექსტში”, - განაცხადა დიპლომატმა პრესკონფერენციაზე საუბრისას.

მისი თქმით, ეუთო-ს ქვეყნებმა განმარტეს დოკუმენტებში ასახული უსაფრთხოების პრინციპი, "იმის გათვალისწინებით, რომ არავის შეუძლია გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის არჩევაზე".

ლუკაშევიჩმა აღნიშნა, რომ განსაკუთრებული აქცენტები შეხვედრაზე შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ქცევაზე გაკეთდა.

,, განსაკუთრებული აქცენტი, რა თქმა უნდა, გაკეთდა შეერთებული შტატებისა და ნატო-ს ქცევაზე, რომლებიც აგრძელებენ სამხედრო ქმედებებს ალიანსში გაწევრიანებული სახელმწიფოების ტერიტორიებზე და იქ განათავსებენ საბრძოლო ტექნიკას, რაც პირდაპირ და უშუალო საფრთხეს უქმნის რუსეთის ეროვნული ინტერესებს“, - განაცხადა ლუკაშევიჩმა.

დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსკოვი არ აყენებს ულტიმატუმს, არამედ სთავაზობს ქვეყნებს წარმოქმნილი პრობლემების მოგვარებას და კომპრომისების მოძიებას.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტაციები ვენაში დასრულდა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს