პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ეუთო-ს არეალში ომის რისკი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ბოლო 30 წელში

ევროპა ომთან იმაზე ახლოსაა, ვიდრე 30 წლის წინ იყო. ინფორმაციას Reuters პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ეუთო-ს შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზბიგნევ რაუმ ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებს მიმართა.

„როგორც ჩანს, ეუთო-ს არეალში ომის რისკი ახლა უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე ბოლო 30 წლის განმავლობაში“, - თქვა რაუმ გამოსვლაში.

„რამდენიმე კვირაა ჩვენ აღმოსავლეთ ევროპაში დიდი სამხედრო ესკალაციის პერსპექტივის წინაშე ვდგავართ“, - დასძინა მან.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის კონსულტაციები ვენაში დასრულდა. დიპლომატის თქმით, მათ ყურადღება უნდა გაამახვილონ უკრაინისა და მის გარშემო კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო