რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთს აფრთხილებს, შანსი გამოიყენოს

მოსკოვში, 14 იანვარს, სომხეთის და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სომხეთს აფრთხილებს, რომ ერევანმა მნიშვნელოვანია, სწორად შეაფასოს შანსი ურთიერთობების დასამყარებლად.

„აზერბაიჯანის მიერ სომხეთისგან ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ, ანკარამ დაიწყო პროცესი ერევანთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. იმისთვის, რომ გადადგმული ნაბიჯები შედეგიანი აღმოჩნდეს, საჭიროა, სომხეთმა სწორად შეაფასოს რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობის შანსები“, - განაცხადა ერდოღანმა ანკარაში ევროკავშირის ელჩებთან შეხვედრისას.

გასული წლის დეკემბერში, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ორივე მხრიდან დაინიშნებოდნენ სპეციალური წარმომადგენლები. მანვე განაცხადა, რომ დაიწყებოდა ერევანთან ჩარტერული ავიამიმოსვლა.

თურქეთსა და სომხეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა არ არსებობს და 1993 წლიდან ანკარას ინიციატივით ორივე ქვეყანას საზღვარი დაკეტილი აქვთ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო