ჯეიკ სალივანი - უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი აცხადებს, რომ უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია და აშშ და მისი ევროპელი მოკავშირეები მზად არიან სხვადასხვა გარემოებისთვის.

„რა თქმა უნდა, სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია. შეერთებული შტატები და მისი ევროპელი მოკავშირეები და პარტნიორები მზად არიან სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებისთვის“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

მისი თქმით, აშშ-ს, ნატოსა და რუსეთს შორის გამართული მოლაპარაკებები გულწრფელი და პირდაპირი იყო და შეერთებული შტატები დიალოგის გასაგრძელებლად მზადაა, თუმცა მზადაა იმ შემთხვევისთვისაც, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს.

„ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიპლომატიის გზით სვლა ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გასაუმჯობესებლად. ჩვენ ასევე თანაბრად მზად ვართ, თუ რუსეთი სხვა გზას აირჩევს,“- აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ რუსებთან ნებისმიერი პროგრესის მიღწევა „დეესკალაციის გარემოში“ უნდა მოხდეს და კვლავ მოუწოდა რუსეთს, უკრაინის საზღვრიდან ჯარი გაიყვანოს.

„ვერ გეტყვით, რა იქნება შემდეგი ნაბიჯები. მხოლოდ შემიძლია გითხრათ, რომ შეერთებული შტატები, ბაიდენის ადმინისტრაცია, ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები მზად ვართ გაუმკლავდეთ ნებისმიერ რამეს, რაც მოხდება,“- აღნიშნა ჯეიკ სალივანმა.

ზურაბ ბატიაშვილი - საქართველოს მთავარი პრობლემა იმაშია, რომ საბჭოთა კავშირი იურიდიულად 31 წლის წინ კი დაიშალა, მაგრამ მენტალური საბჭოთა კავშირი ისევ აქაა და არსად წასულა
ქართული პრესის მიმოხილვა 15.08.2022
ეკატერინე ციმაკურიძე - სასამართლოსა და პროკურატურის რეფორმისთვის რეალური ნაბიჯების გადაუდგმელად ევროინტეგრაცია ვერ მოხდება, თუნდაც სხვა ყველა საკითხი შესრულდეს