ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე - საქართველომ შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა

ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარის, ადმირალ რობ ბაუერის თქმით, საქართველომ უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა.

„საქართველომ, უსაფრთხოების გამოწვევების მიუხედავად, შთამბეჭდავი რეფორმები გაატარა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის მეშვეობით საკუთარი თავდაცვისუნარიანობის გაზრდისას,“- განაცხადა ბაუერმა ბრიუსელში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, აღნიშნული პაკეტი გაიზარდა იმისთვის, რომ გაუმჯობესებულიყო კავშირი საქართველოსა და მისი სამეთაურო სტრუქტურის სხვადასხვა ნაწილებს შორის, გაძლიერებულიყო საქართველოს საზღვაო კომპონენტი და მედეგობაზე უფრო მეტი აქცენტი გაკეთებულიყო.

„უკრაინა და საქართველო ნატოს უპრეცედენტო მხარდაჭერითა და დახმარებით სარგებლობენ. ჩვენ გვსურს უზრუნველვყოთ, რომ მათ ყველა საჭირო ინსტრუმენტი აქვთ არა მხოლოდ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ ევროპის უსაფრთხოებაში წვლილის შესატანადაც. ჩვენ კვლავ დავადასტურეთ ნატოს ურყევი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“, - აღნიშნა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო