გერმანიის ვაქცინაციის კომიტეტი 12-17 წლის ასაკის ბავშვების ვაქცინაციის რეკომენდაციას იძლევა

გერმანიის ვაქცინაციის მუდმივი კომიტეტი გამოდის ინიციატივით, ვაქცინის „ბუსტერ“ დოზით 12-დან 17 წლამდე ასაკის ყველა ბავშვი აიცრას, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.

რობერტ კოხის ინსტიტუტის განმარტებით, ბავშვებს გაუკეთდებათ ასაკისთვის შესაფერისი დოზა, ვაქცინის მეორე დოზის მიღებიდან მინიმუმ 3 თვის შემდეგ.

აღსანიშნავია, რომ რეკომენდაციის თანახმად, 12-დან 17 წლამდე ასაკის ბავშვები ბუსტერ დოზით მხოლოდ „ფაიზერ/ბიონტექის“ ვაქცინით უნდა აცრან.

გერმანიაში კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 72.3%, „ბუსტერ“ დოზა კი 45%-ს აქვს მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა