სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობოებმა ყაზახეთი დატოვეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს და თავიანთი დისლოკაციის ადგილებისკენ გაემართნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანის პროცესი 13 იანვარს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დასახმარებლად მიმართა. ორგანიზაციაში ხუთი ქვეყნის: რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
14.07.2025 / 09:02
სომეხმა, ტაჯიკმა და ყირგიზმა სამშვიდობოებმა ყაზახეთი დატოვეს

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობო ქვედანაყოფებმა სომხეთიდან, ტაჯიკეთსა და ყირგიზეთიდან ალმათი დატოვეს და თავიანთი დისლოკაციის ადგილებისკენ გაემართნენ, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამშვიდობოების ყაზახეთიდან გაყვანის პროცესი 13 იანვარს დაიწყო და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება.

შეგახსენებთ, ქვეყანაში დაწყებული მასშტაბური დემონსტრაციების დროს ყაზახეთის პრეზიდენტმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრებს დასახმარებლად მიმართა. ორგანიზაციაში ხუთი ქვეყნის: რუსეთის, სომხეთის, ბელარუსის, ტაჯიკეთისა და ყირგიზეთის სამხედროები შედიან.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა