აშშ-ის სენატმა "ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ კანონპროექტი არ დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა რესპუბლიკელი ტედ კრუზის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი „ჩრდილოეთი ნაკადი 2-ის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ არ დაამტკიცა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

კენჭისყრა აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს ზედა პალატის ვებგვერდზე გადაიცემოდა. სენატორის ინიციატივამ დასამტკიცებლად საჭირო 60 ხმა ვერ მოიპოვა.

მანამდე გაზეთი Politico წერდა, რომ სენატი დიდი ალბათობით ინიციატივას არ დაამტკიცებდა. გამოცემის ცნობით, დემოკრატებმა, რომლებიც გაზსადენზე ახალი შეზღუდვების მხარდასაჭერად გამოდიოდნენ, პოზიციები შეიცვალეს.

კერძოდ, ორშაბათს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდი და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ენერგეტიკული უსაფრთხოების უფროსი მრჩეველი შეხვდნენ დემოკრატ სენატორებს, რათა დაერწმუნებინათ ისინი, რომ ამ დოკუმენტისთვის მხარი არ დაეჭირათ.

ოთხშაბათს, დემოკრატთა ჯგუფმა აშშ-ს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, რობერტ მენენდესის ხელმძღვანელობით სენატს წარუდგინა კანონპროექტი უკრაინის ირგვლივ დაძაბულობის ესკალაციის შემთხვევაში რუსეთზე შეზღუდვების შესახებ, სახელწოდებით „2022 წლის უკრაინის სუვერენიტეტის დაცვის აქტი“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო