ზურაბ აზარაშვილი სებასტიან მოლინეუსს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სებასტიან მოლინეუსს შეხვდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოსა და მსოფლიო ბანკის ერთობლივი, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები განიხილეს. განსაკუთრებით ხაზი გაესვა პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის დროს მსოფლიო ბანკის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას.

"საუბარი შეეხო მსოფლიო ბანკის COVID-19-ზე გადაუდებელი რეაგირების პროექტის ფარგლებში განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს. იმსჯელეს კოვიდ პანდემიის მართვის საკითხებზე და მომდევნო კვირაში, მსოფლიო ბანკის ცენტრალურ ოფისთან ონალინ შეხვედრაც ჩაინიშნა, სადაც მხარეები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს