რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ.

მათ ადგილზე სახელმწიფო დროშები გაშალეს და აპირებენ, რომ სახელმწიფო დროშა მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში შეუგზავნონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, გამოხატავენ სოლიდარობას მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.

„სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ, მოვედით ეროვნული დროშებით, რომელსაც სახელმწიფო დროშის სტატუსი მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა. სოლიდარობას გამოვხატავთ მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა. პერფორმანსის დასასრულის სახით შევუგზავნით პრეზიდენტს ამ დროშას სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდების სახელით”, - აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო