ჰერმან საბო - წინა არჩევნები სტანდარტული ქართული არჩევნები იყო დარღვევებით და მოსყიდვებით, მაგრამ გამართულად  ჩატარებული - კალანდარიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს

წინა არჩევნები სტანდარტული ქართული არჩევნები იყო დარღვევებით და მოსყიდვებით, მაგრამ კარგად, გამართულად იყო ჩატარებული - კალანდარიშვილის კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „გირჩის“ დეპუტატმა ჰერმან საბომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, დაუჭერენ თუ არა კალანდარიშვილს ცესკო-ს თავმჯდომარის პოსტზე მხარს, ამაზე "გირჩს" შიდაპარტიული კონსულტაციები ექნება.

„სწორი იქნებოდა შენარჩუნებულიყო კანონში ის ჩანაწერი, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრის ჩართულობით უნდა ხდებოდეს ცესკო-ს თავმჯდომარის არჩევა, თუმცა, პოლიტიკური კონიუნქტურა და დღევანდელი მდგომარეობა არ იძლევა ამის საშუალებას. „ქართულ ოცნებას“ არ უნდა დაუშვას ის ბერკეტი, რომ ცესკო- ს თავმჯდომარე საყოველთაო კონსენსუსით აირჩეს. რაც შეეხება კონკრეტულად კალანდარიშვილს, რაც ვნახეთ, წინა არჩევნები სტანდარტული ქართული არჩევნები იყო დარღვევებით და მოსყიდვებით, მაგრამ კარგად, გამართულად იყო ჩატარებული. ამაზე საერთაშორისო დამკვირვებლებმაც თქვეს. თუმცა, მისი კანდიდატურის მხარდაჭერაზე საბოლოო პასუხი არ მაქვს, ამაზე პარტიაში შიდა კონსულტაციები გვექნება,“ - განაცხადა ჰერმან საბომ.

ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება დღეს იწყება.

ცესკოს თავმჯდომარეობა სურთ: თამაზ ფოლადაშვილს, თენგიზ თევზაძეს, გიორგი შაიშმელაშვილს და გიორგი კალანდარიშვილს. ხოლო ცესკოს წევრობის მსურველები არიან: ქრისტინე ქაჯაია; ლევან ისაკაძე; ციალა შავაძე; რუსუდან მუმლაძე-ავალიანი; მამუკა ხოლეგაშვილი; მაია ზარიძე და გია ცაცაშვილი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა