ადვოკატის განცხადებით, რუსთავის ციხეში გადაყვანის დღიდან სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის გიორგი მშვენიერაძის ინფორმაციით, სააკაშვილს პირად ექიმთან კონსულტაციის შესაძლებლობა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის დღიდან არ მისცემია, რის გამოც პენიტენციური დაწესებულების წინააღმდეგ სამართლებრივ რეაგირებას აპირებენ.

ადვოკატის თქმით, ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით განცხადება არაერთხელ აქვთ ჩაბარებული, ასევე საჭიროა MRI კვლევის ჩატარება, რაზეც მოსაზრება არაერთ ექიმს აქვს დაფიქსირებული.

„პრეზიდენტ სააკაშვილს რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადმოყვანის შემდგომ არ მისცემია პირად ექიმთან კონსულტაციის საშუალება. ეს არის კანონის მოთხოვნების უხეში დარღვევა, მისი დაავადება დაკავშირებულია ნევროლოგიურ პრობლემებთან და მოითხოვს რეაგირებას სამედიცინო თვალსაზრისით. გასაკეთებელია მნიშვნელოვანი გამოკვლევები, რომელზეც დღემდე დუმს სასჯელაღსრულების სისტემა. ამიტომ დღეს ამ საკითხებს გავივლით პრეზიდენტ სააკაშვილთან და მომავალი კვირიდან დავიწყებთ სამართლებრივ რეაგირებას. განცხადება არაერთხელ ჩაბარებულია, მათ შორის 3 იანვარს ექიმების დაშვებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება MRI კვლევას, ამაზე მოსაზრება დაფიქსირებული აქვს არაერთ ექიმს, მათ შორის სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრებს”, - აღნიშნა გიორგი მშვენიერაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო