მედეა ჯანიაშვილი - საქართველოში 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკა პოზიტიურია და იმედს გვაძლევს, რომ უმოკლეს ვადაში შევძლებთ ტურიზმის უსაფრთხო აღდგენას

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი მედეა ჯანიაშვილი 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკას აფასებს.

მედეა ჯანიაშვილის განცხადებით, გასულ წელს საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები და ვიზიტები სწრაფი ტემპით გაიზარდა.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური ზრდის დინამიკა, როგორც საერთაშორისო მოგზაურების, ასევე საერთაშორისო ტურისტების, ავიაციის ინდუსტრიისა და ტურიზმიდან შემოსავლების მიმართულებით.

ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა უშუალოდ ტურისტების წილი და 83%-ს მიაღწია. ეს არის შედეგი იმ რეგულაციების, რომელიც უსაფრთხოების სრული დაცვით ჩვენ საქართველო საერთაშორისო ტურიზმისთვის გავხსენით. სწორი აქცენტები გავაკეთეთ ყველაზე მოთხოვნად და კონკურენტუნარიან ტურისტულ პროდუქტზე, რაც მთავარია ვაწარმოვეთ აქტიური მარკეტინგული კამპანია მიზნობრივ ბაზრებზე, როგორც საერთაშორისო წამყვანი პლატფორმების, ასევე საერთაშორისო მედიისა და ბლოგერების საშუალებით“, -განაცხადა მედეა ჯანიაშვილმა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, 2022 წელს ადმინისტრაცია აქტიურად გააგრძელებს კამპანიებსა და პროექტებს ტურისტების მოსაზიდად და შემოსავლების გასაზრდელად.

„წელს ჩვენ ვაგრძელებთ აქტივობებს საერთაშორისო ბაზარზე, ზოგადად მთელი მსოფლიოს მიზანია 2019 წლის მონაცემებს რაც შეიძლება მალე გავუთანაბრდეთ. საერთაშორისო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ეს შესაძლებელი იქნება 2023-24 წლებში, შესაბამისად, საქართველოში 2021 წლის ტურიზმის აღდგენის დინამიკა ძალიან პოზიტიურია და იმედს გვაძლევს, რომ უმოკლეს ვადაში შევძლებთ ტურიზმის უსაფრთხო აღდგენას“, - აცხადებს მედეა ჯანიაშვილმა.

„2021 წელი საქართველოში საერთაშორისო ტურიზმის აღდგენა სწრაფი ტემპით გამოირჩეოდა, როგორც შემოსავლების, ასევე მოგზაურების კუთხით. საერთაშორისო მოგზაურებიდან საქართველომ 2021 წელს 1,244,941,717 მილიარდი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების აღდგენის დინამიკა 2019 წელთან შედარებით ყოველთვიურად სწრაფი ტემპით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა