ჯოზეფ ბორელი - ვაპირებთ, მთელი ჩვენი რესურსის მობილიზებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ კიბერშეტევის დაძლევაში

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ ევროკავშირის პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტი და კიბერგანყოფილებები შეიკრიბებიან, რათა გადაწყვიტონ, რა რეაგირება მოახდინონ და როგორ დაეხმარონ კიევს.

"ვაპირებთ, მთელი ჩვენი რესურსის მობილიზებას, რათა დავეხმაროთ უკრაინას ამ კიბერშეტევის დაძლევაში. სამწუხაროდ, ვიცოდით, რომ ეს შეიძლებოდა მომხდარიყო. ძნელი სათქმელია ვინ დგას ამის უკან. ვერავის დავადანაშაულებ, რადგან მტკიცებულება არ მაქვს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მივხვდეთ,“- აღნიშნა ბორელმა.

შეგახსენებთ, უკრაინის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა და გამოჩნდა მუქარა უკრაინელების მიმართ, რომ „ეშინოდეთ და ყველაზე ცუდს ელოდნენ.“ მედიის ინფორმაციით, ჰაკერული თავდასხმის ობიექტებს შორისაა: უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს, განათლების და მეცნიერების სამინისტროს და მინისტრთა კაბინეტის ვებგვერდები. მუქარის შემცველი შეტყობინებები უკრაინულ, რუსულ და პოლონურ ენებზე გამოჩნდა. ვებგვერდების შავ ფონებზე გამოქვეყნდა უკრაინის დროშის, გერბის და რუკის გადახაზული სურათები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა