იენს სტოლტენბერგი - ნატო-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო და უკრაინა ალიანსის წევრები გახდებიან და ეს გადაწყვეტილება ალიანსმა 2008 წლის სამიტის დროს მიიღო

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს უკვე გადაწყვეტილი აქვს, რომ საქართველო და უკრაინა მისი წევრები გახდებიან და ეს გადაწყვეტილება ალიანსმა 2008 წლის სამიტის დროს მიიღო.

მედიის ინფორმაციით, სტოლტენბერგმა აღნიშნული განცხადება იტალიურ გამოცემა La Repubblica-სთან ინტერვიუში გააკეთა. ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ კონკრეტულად არაფერი თქმულა იმის შესახებ, თუ როდის მიიღებს ალიანსი საქართველოსა და უკრაინას თავის რიგებში. ინტერვიუს დროს ნატო-ს გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ალიანსი თავის „ღია კარის“ პოლიტიკას რუსეთთან უსაფრთხოების დიალოგს არ შესწირავს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა