KIU-ში ზამთრის სკოლის დახურვის ცერემონია გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ზამთრის სკოლის - „მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერება ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში“ დახურვის ცერემონია გაიმართა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ და მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების პროგრამების ხელმძღვანელმა რამაზ ბოჭორიშვილმა მონაწილეებს სკოლის წარმატებით დასრულება მიულოცეს და სერტიფიკატები და KIU-ს სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

ზამთრის სკოლა KIU-ში 10-დან 14 იანვრის ჩათვლით მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობას იღებდა დამამთავრებელი კლასის (XI -XII) 40 მოსწავლე, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის: თბილისიდან, იმერეთიდან, აჭარიდან, გურიიდან, სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, სამცხე-ჯავახეთიდან, შიდა ქართლიდან და ქვემო ქართლიდან შეირჩა.

„დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დასრულდა ზამთრის სკოლა. სკოლის ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალება ჰქონდათ, მოესმინათ ქართველი და უცხოელი პროფესორებისთვის. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელიც მხარდაჭერილია შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ. ჩვენ ვქმნით ახალ შესაძლებლობებს, იმისთვის რომ ახალგაზრდებმა შეხედონ რაში შეიძლება მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების გამოყენება და, ასევე სამომავლოდ აირჩიონ ის პროფესია, რომელშიც ისინი იქნებიან წარმატებულნი“, - განაცხადა KIU-ს რექტორმა ალექსანდრე თევზაძემ.

სკოლის ფარგლებში მოსწავლეებს ლექციები წაუკითხეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერების სკოლის ქართველმა და უცხოელმა პროფესორებმა, რომლებიც თავიანთი დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან. მეცადინეობა ჰიბრიდული მოდელით - ქართულ და ინგლისურ ენებზე მიმდინარეობდა.

„ჩემი აზრით, ის გამოცდილება, რაც ზამთრის სკოლამ მოგვცა თითოეულმა აბიტურიენტმა უნდა მიიღოს. ხშირ შემთხვევაში მოსწავლეებმა საერთოდ არ იციან, რა არის რეალური სტუდენტური ცხოვრება, აქ სწავლით უდიდესი გამოცდილება შევიძინეთ, რომელიც მართლა დაგვეხმარება, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღოთ პროფესიისა და უნივერსიტეტის არჩევისას. ძალიან დიდ მადლობას ვუხდი KIU-ს გუნდს, რომ ასეთი შესაძლებლობა მომცა. აქ გატარებული დღეები იყო საოცარი“, - აღნიშნა ქ. ქუთაისის წმ. ნიკოლოზის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მოსწავლემ ნანი გოდაძემ.

ზამთრის სკოლა ინიცირებულია KIU-ს მიერ შოთა რუსთველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში და ხორციელდება ფონდისა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთობლივი ფინანსური მხარდაჭერით. სკოლის მიზანია დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს გააცნოს კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის თანამედროვე საკითხები და მათი გამოყენებები ბიზნესში, მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში.

ანდრო გოცირიძე - 3+3-ის ფორმატის უსარგებლობა და საფრთხის შემცველობა ცხადია, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე მასში საქართველოს გაწევრიანება, შესაძლოა, რუსეთიდან ჩვენზე ზეწოლის ერთ-ერთი მიმართულებაც იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.01.2022
იოსებ ბარათაშვილი - ხაზარაძე-ჯაფარიძისა და წერეთლის საქმე  ერთი მხრივ, შერჩევითი და შეკვეთილი  მართლმსაჯულების, ხოლო მეორე მხრივ კი გამოძიების მწარმოებელი ორგანოს არაკომპეტენტურობის ნიმუშია
თბილისში დავით წინასწარმეტყველის ბიუსტი გაიხსნა
„კარფურისა“ და Mastercard-ის შეთავაზება გრძელდება - „კარფურის“ მიტანის სერვისის ახალი აპლიკაცია შოპინგს კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის
„სილქფესტი“ ულიმიტო სასაუბრო პაკეტებს ინტერნეტის სასურველ პირობასთან ერთად გვთავაზობს!
IONIQ 5-ისა და TUCSON-ის ჰოლივუდური დებიუტი ახალ სპაიდერმენში