თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კლინიკური და ჰოსპიტალური სექტორი „ომიკრონის“ ტალღისთვის გასამკლავებლად მზად არის. როგორც გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, მობილიზებულია 8 ათასამდე საწოლი და დღეისთვის მოქმედ 62 ონლაინკლინიკას მომდევნო კვირიდან კიდევ 40 დაემატება.

„შეხვედრის მთავარი თემა გახლდათ „ომიკრონის“ ტალღისთვის მოსამზადებელი სამუშაოები, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო და კლინიკური სექტორი ახორციელებს. აქცენტი გაკეთდა ჯანდაცვის სექტორის მზაობაზე, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სექტორის მობილიზებაზე. მოგეხსენებათ, პირველადი ჯანდაცვა მობილიზებულია ონლაინკლინიკებით. დღეისთვის აქტიურია 62 ონლაინკლინიკა, ამას მომდევნო კვირიდან დაემატება 40 ონლაინკლინიკა ახალი და სრულად გაიშლება პირველადი ჯანდაცვის ქსელში კოვიდის მართვის შესაძლებლობა. რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, მობილიზებული დარჩება 8 ათასამდე საწოლი, რაც არის საკმარისი საწოლფონდი, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს მზარდი შემთხვევების პირობებში გავუმკლავდეთ ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვას.

დღეს ჰოსპიტალური სექტორი არის მხოლოდ 50%-ით დატვირთული და საწოლების დიდი ნაწილი თავისუფალია.

რაც შეეხება ტესტირებას, ეს ერთ-ერთ მთავარ მექანიზმად რჩება - ანტიგენტესტირება და PCR ტესტირება. ის ადგილები, რაც ჩართული იყო პროგრამაში, კვლავ გააგრძელებს მუშაობას.

ასევე ვაქცინაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და დღევანდელ შეხვედრაზე სპეციალისტებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ვაქცინაცია უნდა გაგრძელდეს და ეს არის ჩვენთვის ყველაზე მთავარი დაცვა „ომიკრონის“ ტალღის პირობებში. განსაკუთრებული მობილიზება კიდევ ერთხელ გვმართებს. მნიშვნელოვანია სამედიცინო პერსონალის სწრაფი ვაქცინაცია ბუსტერდოზებით, რომ დავიცვათ სამედიცინო პერსონალი და არ შეიქმნას დეფიციტი ამ მიმართულებით“, - განაცხადა გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა