თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდით სიკვდილიანობის სტატისტიკა რეალურ მაჩვენებლებს ასახავს და არანაირ გაყალბებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდით სიკვდილიანობის სტატისტიკა რეალურ მაჩვენებლებს ასახავს და არანაირ გაყალბებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი.

როგორც გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ადგილი აქვს კოვიდით გარდაცვლილთა სტატისტიკის არასწორ ანგარიშგებას, სამინისტროს მიზანმიმართული დისკრედიტაციის მცდელობაა.

"სტატისტიკა, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო იყენებს, ოპერატიულ ინფორმაციას ეყრდნობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა კლინიკა ვალდებულია მოგვაწოდოს ცნობა გარდაცვალების შესახებ ერთი საათის განმავლობაში, რაც პირის გარდაცვალების ფაქტი დადგება. ეს მონაცემები საგანგებო მდგომარეობების მართვის ცენტრში მიდის, საიდანაც სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს მიეწოდება. იქ ხდება მონაცემების დამუშავება, დადასტურება და შემდეგ სტატისტიკაში ასახვა. გარდა ამისა, გარდაცვალების აღრიცხვის ოფიციალური წყარო არის დაბადება-გარდაცვალების რეესტრი, რომლის ოპერირებას სტატისტიკის დეპარტამენტი უზრუნველყოფს, თუმცა ამ შემთხვევაში 5-დღიანი დაგვიანებით აღირიცხება და არის გარკვეული განსხვავება გარდაცვალების თარიღსა და ანგარიშგების თარიღებს შორის. ბუნებრივია, ჩვენ ანალიზს ვაკეთებთ და ვცდილობთ, ანგარიშგების თარიღი გარდაცვალების თარიღს ზუსტად დაემთხვეს, რაც ასევე ზუსტდება დაბადება-გარდაცვალების რეესტრის წყაროდან. ამდენად, არანაირ გაყალბებაზე საუბარი არ შეიძლება", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, ტარდება ყოველწლიური ანალიზი, რაც წინა წლის მონაცემები დაიხურება. გაბუნიას ინფორმაციით, გასული წლის სიკვდილიანობის ანალიზზე მუშაობა დაწყებულია.

ლევან ცუცქირიძე - საქართველო უდიდეს საერთაშორისო კრიზისს გამოფიტული, დაღლილი, იმედის, ბრძოლისუნარიანობისა და მმართველობის უნარების გარეშე ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 27.01.2022
ეკატერინა ციმაკურიძე - კრიზისის დასრულებისთვის საჭიროა ხელისუფალს გააჩნდეს თანამშრომლობის ნება და კონსენსუსის უნარი
"ჰიდრო ჯგუფმა" ფოთის მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში წყლის ბიოლოგიური გამწმენდი დანადგარი დაამონტაჟა
"სილქნეტი" 28 თებერვლიდან მომხმარებლებს განახლებულ პირობებს შესთავაზებს
2022 წელს JTI საქართველოში, ევროპაში და გლობალურად აღიარებულია საუკეთესო დამსაქმებლად
ქართველი მეცნიერის გიორგი ელიავას დაბადებიდან 130, ხოლო ინსტიტუტის დაარსებიდან 100 წელი შესრულდა
მერიის მიერ გაცემული 500-ლარიანი ვაუჩერით მიიღე 725 ლარის მედიკამენტი
ჰიუნდაიმ რობოტექნიკისა და მეტავერსის მიმართულებით საკუთარი ხედვები მედიასა და ვიზიტორებს CES 2022-ის ფორუმზე წარუდგინა
„ავერსის“ აფთიაქებში საპენსიო ასაკის მოქალაქეებისა და დევნილებისთვის ყოველდღე ყველაზე დაბალი ფასებია
თბილისის მერიის 500-ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია (R)
100 ქართული ბიზნესი ერთ ფეისბუქ მაღაზიაში - ტერაბანკის ახალი ინიციატივა