თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ ყალბდება

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვალების სტატისტიკა არ ყალბდება.

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, თუკი სხვა ქვეყნები აკეთებენ იმას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, საქართველოში „პატიოსანი გზით მიდიან“ და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი.

„კითხვა იყო სიკვდილობის შესახებ, რომ თითქოს ვიღაცას ეჭვი შეეპარა, რომ შეიძლება საქართველოდან გადაცემული მონაცემები სიკვდილობის შესახებ ყალბდება, თუ სწორად გავიგე. ვნახეთ მსოფლიოს უძლიერესი საერთაშორისო, ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუცია „ჰელთ მეთერი“, ის პირდაპირ ანიჭებს რეიტინგებს ქვეყნებს, თუ რამდენად გამჭვირვალე და სარწმუნოა მათ მიერ მიწოდებული ინფორმაცია კოვიდგარდაცვალების თაობაზე. საქართველოს მინიჭებული აქვს „ჰელთ მეთერისგან“ „ეკონომისტის“ მიერ ინდექსი 1,01. ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ასპროცენტიანია საქართველოს მიერ მიწოდებული ინფორმაციის სარწმუნოება და გამჭვირვალობა. ეს არის ყველაზე მაღალი რეიტინგი ევროპასა და მსოფლიოში, ევროპის რამდენიმე ქვეყანას აქვს ასეთი დაბალი ინდექსი. რაც უფრო დაბალია ინდექსი, ის უფრო ახლოს არის 100%-თან. ინგლისსა და მხოლოდ რამდენიმე ქვეყანას აქვს მინიჭებული საქართველოს ტოლი ინდექსი. ძალიან კარგად იცით, რომ არანაირად, ერთი შემთხვევაც კი არ ყალბდება სიკვდილობის გადაცემის. ვინ გვაპატიებს ამას, როდესაც ამდენი დაინტერესებული პირია ჩასაფრებული. პირიქით გეტყვით, ზოგჯერ, სწორედ იმიტომ, რომ ვინმემ ბრალი არ დადოს არაგამჭვირვალობაში, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც შესაძლებელია და სხვა ქვეყნები აკეთებენ ამას, რომ სიკვდილის მიზეზად კოვიდი არ დაიწეროს, მაინც მივდივართ მაქსიმალურად პატიოსანი გზით და სიკვდილის მიზეზად იწერება კოვიდი", - აცხადებს ცერცვაძე.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა