სხვადასხვა სამუშაოს ჩატარების გამო, 17 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

„თელასის“ ინფორმაციით, 17 იანვარს ქსელში გადართვების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება საბურთალოს რაიონს 00:00 საათიდან 03:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ნუცუბიძის, მინდელის, ბედიას, პოლიტკოვსკაიას, ძოწის და ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, დიდი დიღმის I, III მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ფარნავაზის გამზირის, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), დიღმის მასივის I კვარტლის (ნაწილობრივ), ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, ტარიელის, გიორგი ბრწყინვალის, მეფე მირიანის, პეტრე იბერის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, ვეფხისტყაოსნის, თინათინის, ფატმანის, ასმათის, ავთანდილის, დავარის, ოთხი ათასი მესხის, სიხარულიძის, გრიგოლ ფერაძის, პიმენ ყურაშვილის და გურამ ნიჟარაძის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ოქროყანას (ნაწილობრივ), გორგასლის, კრწანისის, ბეჟან კალანდაძის, გრიგოლ ვოლსკის, ორთაჭალის და ჯაფარიძის ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თიანეთის გზატკეცილის, გლდანის ხევის დასახლების, ლიბანის, ელეფთერ ანდრონიკაშვილის, გაგრის, ილია ვეკუას, კაჭარავას, ქერჩის, ჯანჯღავას, კობერიძის, გმირ კურსანტთა, მეგობრობის და გლდანულას ქუჩების მოსახლეობას.

ვაკის რაიონს, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა