თამარ გაბუნია - მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის“ გავრცელებას, გარკვეულწილად შეიზღუდოს - რთულია ვისაუბროთ ღამის კლუბებისთვის შეზღუდვების დამატებით შემსუბუქებაზე

ამ პირობებში მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის“ გავრცელებას, გარკვეულწილად შეზღუდულ იქნას - ვიდრე მკვეთრად არ გამოიკვეთება სურათი, რისი უფლება შეიძლება მივცეთ თავს, ძალიან რთულია ვისაუბროთ ღამის კლუბებისთვის კიდევ დამატებით შეზღუდვების შემსუბუქებაზე, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი იყო, რომ საახალწლო პერიოდში ღამის კლუბებს ემუშავათ, თუმცა, კორონავირუსის ახალმა შტამმა ვითარება შეცვალა.

„ამ პირობებში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ აქტივობა, რომელიც ხელს შეუწყობს „ომიკრონის“ გავრცელებას, გარკვეულწილად იქნას შეზღუდული ამ პირობებში. ამიტომ არის ის რეგულაციები და დამატებითი მოთხოვნები ღამის კლუბებთან მიმართებაში, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. გარკვეული დაშვება, რა თქმა უნდა, გვქონდა ღამის კლუბების გააქტიურებაზე საახალწლო დღეებში, თუმცა, ვიდრე მკვეთრად არ გამოიკვეთება სურათი საით მივდივართ და რისი უფლება შეიძლება თავს მივცეთ, ძალიან რთულია ვისაუბროთ კიდევ დამატებით შემსუბუქებებზე“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა