ბიძინა კულუმბეგოვი - თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი"

თუ ადამიანს კორონავირუსის ინფექცია გადატანილი აქვს „ალფა", „ბეტა" თუ „დელტა“ ვარიანტით, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რისკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი" - დაცვის შესაძლებლობა არის 50/50-ზე, - ეს განცხადება ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ჟურნალისტებთან გააკეთა.

მისივე თქმით, გამოსავალი ვაქცინის ბუსტერდოზის გაკეთებაშია. როგორც კულუმბეგოვმა აღნიშნა, საქართველოში ბუსტერ დოზით ვაქცინირებულია 100 ათასი ადამიანი, რაც საკმარისი არ არის.

"ვირუსით რეინფიცირების მაჩვენებელი როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე მთელს მსოფლიოში დაახლოებით ხუთჯერ არის გაზრდილი. დაავადებათა კონტროლის წინასწარი მონაცემებით, ეს 16-17%-ია. რეინფიცირების რისკის ქვეშ დგება ადამიანი, რაც მეტი დროა გასული ვაქცინაციიდან ან ინფექციის გადატანიდან - სამი თვე და მეტი და, რისკის მომატებულია", - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო