ზურაბ აზარაშვილი კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი და ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნია კლინიკების წარმომადგენლებსა და ჯანდაცვის ექსპერტებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მხარეებმა ახალი შტამის, "ომიკრონის" გავრცელების რისკები შეაფასეს და საპასუხო ღონისძიებებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო ვაქცინაციის საკითხებს, "ომიკრონის" გავრცელების პრევენციისთვის ვაქცინის ბუსტერული დოზისა და პირბადის აქტიურად გამოყენების მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ახალი შტამის მიმდინარეობა, სიმპტომები და მკურნალობის გზები განიხილეს. ჯანდაცვის მინისტრმა, სამედიცინო დარგის სპეციალისტებს მხარდაჭერა აღუთქვა.

„დღევანდელი შეხვედრა ჩემი ინიციატივით არის, რომ გავიგო რაც შეიძლება მეტი დამოუკიდებელი აზრი, დღევანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან დაკავშირებით, თუ რისი პრევენცია შეიძლება გავაკეთოთ, რაში შეიძლება იყოს ჯანდაცვის სამინისტრო ჩართული, რაში შეიძლება გაგიწიოთ მხარდაჭერა, ასევე მაინტერესებს "ომიკრონის" დღევანდელი მიმდინარეობა, რამდენად მსუბუქი მიმდინარეობაა, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები როგორ გვაქვს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს