„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს ცესკოში, ანა კობახიძეს მიაჩნია, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მიკერძოებული და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ არის მორგებული

„სტრატეგია აღმაშენებლის" წევრს ცესკოში, ანა კობახიძეს მიაჩნია, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის შერჩევის პროცესი მიკერძოებული და კონკრეტული კანდიდატის სასარგებლოდ არის მორგებული.

ანა კობახიძე ფიქრობს, რომ "ოცნების" კანდიდატი საკანონმდებლო ორგანოში, პარლამენტის წევრების 2/3-ის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებს და არჩეული მხოლოდ 6 თვის ვადით იქნება, რაც მმართველ პოლიტიკურ პარტიას აძლევს დამატებით ბერკეტს ზეგავლენა მოახდინოს თავმჯდომარეზე მომავალში და თავმჯდომარეობის ვადა გაუხანგრძლივოს იმის მიხედვით თუ რამდენად ლოიალური იქნება მმართველი პარტიის მიმართ.

"როგორც წესი, 2021 წელი საარჩევნო რეფორმებს ითვალისწინებდა, მათ შორის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის არჩევას მაღალი კონსენსუსით და პოლიტიკური პარტიების მიერ შეთანხმებით. აღნიშნული პირობა "ოცნებამ" დაარღვია და ცდილობს ერთპარტიულად დანიშნოს სასურველი კანდიდატი. მიმდინარე პროცესი მიმართულია მოქმედი თავმჯდომარის ხელახლა ასარჩევად, რასაც წინ უძღვოდა დაჩქარებული წესით პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების შეტანა. 6 თვის ვადით აირჩევა დამატებითი ზეწოლის მექანიზმია "ქართული ოცნების" ხელში, რომ სრულად დამოკიდებული ჰყავდეს ცესკოს თავმჯდომარე. მხოლოდ "ქართული ოცნების" მიერ არჩეულ თავმჯდომარეს, ლეგიტიმაციის პრობლემა ექნება, ამიტომაც მიმაჩნია, რომ ეს პროცესი არანაირი სიახლის მომტანი არ იქნება საარჩევნო სისტემის კუთხით", - განაცხადა ანა კობახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა