ვარკეთილში, ზემო პლატოზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ხანძარი ლიკვიდირებულია, ხოლო შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამასთან, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.